03.03.12.
ჰედლაინი
=არის თუ არა პრეზიდენტი ჩანაცვლებადი?
=ამიერიდან პრეზიდენტს ვეღარავინ შეუშლის ხელს, თოვლის პაპა რომ ჯიბეში ჩაისვას.  
=ლიბერტარიანელი ბენდუქიძის ეკონომიკური სტრატეგია და ლენინის ანდერძი.
=გარემოს დაცვის მინისტრის ბოდვითი ინტერპრეტაცია ფსიქიატრის კომენტარს საჭიროებს.
=რუსეთის მმართველი ხროვის პროპაგანდისტული მანქანა თუმც ჟანგს  შეუჭამია, მაინც განაგრძობს რახრახს.  
="მეოცნებეების" PR-ინვალიდობის მკურნალობას ნაცადი კადრი შეეცდება.

=საქართველოში ყველა ხელისუფლება და „ხელისუფლების შიგნით ყველა ადამიანი ჩანაცვლებადია“, განაცხადა პრეზიდენტმა სააკაშვილმა 2 მარტს და დასძინა, რომ „საერთოდ, ადამიანებს ყველა სახე რაღაც პერიოდის შემდეგ ბეზრდება“. >>> სამწუხაროდ, აზრობრივად გამართულ ფრაზას კონკრეტული შინაარსი ისევე დააკლდა, როგორც, ვთქვათ, ხეიბარს შეიძლება აკლდეს ხელი, ან ფეხი - ორატორმა არ დააზუსტა, "ყველა ადამიანში" მოიაზრებს თუ არა საკუთარ პერსონას, ანუ რამდენად ჩანაცვლებადია თვითონ, მიხეილ ნ. სააკაშვილი, რომელიც, ყველა ნიშნის მიხედვით, "ხელისუფლების შიგნით" მოღვაწეობს.
=სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზებისას, მყიდველის მიერ საფასურის გადახდის ვადის განსაზღვრისას, პრეზიდენტი შეზღუდული აღარ იქნება.
შესაბამისი ცვლილება პარლამენტმა პლენარულ სხდომაზე სახელმწიფო ქონების შესახებ კანონში მესამე მოსმენით, საბოლოოდ დაამტკიცა. >>>
ანუ: პრეზიდენტს აქამდე შეეძლო ნებისმიერი სახელმწიფო ქონება ნებისმიერი კომპანიისთვის თავისი ნებისებრ, აუქციონის გვერდის ავლით მიეყიდა, მაგრამ ვალდებული იყო, მყიდველისგან ფულის ამოღება 1-5 წელიწადში უზრუნველეყო. ამიერიდან ფულის ამოღების ვადა შეუზღუდავია. ამრიგად: პრეზიდენტს შეუძლია, გაყიდოს ნებისმიერი სახელმწიფო ქონება, ხოლო ფულის ამოღება განუსაზღვრელი ვადით გადადოს. ანუ - პრაქტიკულად - რაც უნდა, ის გააჩუქოს და ვისაც უნდა, იმას აჩუქოს. 
=ბუნებრივი რესურსების სააგენტომ ქვემო ქართლის რეგიონში ოქროს, სპილენძის და ბარიტის მოპოვების ლიცენზია 29 თებერვალს 110.5 მილიონ ლარად გაყიდა, განაცხადა ენერგეტიკის და ბუნებრივი რესურსების სამინისტროსთან არსებულმა სააგენტომ.27–წლიანი ლიცენზია კომპანია Mining Investments LLC–მ მოიპოვა, რომელიც აუქციონის ერთადერთი მონაწილე იყო.
კომპანია საქართველოში 2012 წ. 13 თებერვალს დარეგისტრირდა – მას მერე, რაც ბუნებრივი რესურსების სააგენტომ 19 იანვარს წიაღისეულის მოპოვების ლიცენზია აუქციონზე გაიტანა. Mining Investments LLC –ის 100%-იანი წილის მფლობელი არვიდას ბრუსოკასია, ლიტვის მოქა-ლაქე, რომელიც სანკტ–პეტერბურგში ცხოვრობს.
ლიცენზია მოიცავს ბოლნისის და დმანისის რ-ში მდებარე ოქროს, ბარიტის და სპილენძის საბადოებს. ტერიტორიის საერთო ფართი 1 200 ჰექტარს აღემატება. >>> ბენდუქიძე "ხელისუფლების შიგნით" აღარაა, მაგრამ მისი დანატოვარი ეკონომიკური სტრატეგია ისევე წარმატებით ცოცხლობს, როგორც თავის დროზე - ლენინის ანდერძი.   
=თბილისში, კიკვიძის ბაღში პოლიციის შენობის მშენებლობის გამო ხეების გაჩეხვას საქართველოს გარემოს დაცვის მინისტრი სოციალურ ქსელ Facebook-ით ეხმაურება და აცხადებს, რომ ამ ტერიტორიაზე პოლიციის აშენების შემდეგ ბაღი უფრო დასუფთავდება და მოწესრიგდება.
,,დარწმუნებული ვარ, კიკვიძის ბაღში, მას შემდეგ რაც მიმდებარე ტერიტორიაზე პოლიციის შენობა აშენდება, იქაურობა დალაგდება, დასუფთავდება, მოწესრიგდება და განათდება, გაცილებით მეტი ხალხი ივლის უსაფრთხოდ, დაისვენებს და სიამოვნებას მიიღებს, ვიდრე ეს როდესმე ხდებოდა”, - აცხადებს მინისტრი და დასძენს : ,,ხე, თუ ის განსაკუთრებულ ბუნებრივ, კულტურულ ან ისტორიულ ღირებულებას არ წარმოადგენს, შეიძლება მოიჭრას”. >>> 
ზემოთქმულის ლოგიკიდან გამომდინარე, ნებისმიერ ტერიტორიაზე, სადაც საშურია "სისუფთავე, წესრიგი და განათება" პოლიციის თითო კანტორა უნდა აშენდეს. ასეთი ლოგიკა კომენტატორად უთუოდ ფსიქიატრს საჭიროებს. 
=რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველოს დიპლომატიური ურთიერთობის აღდგენას სთავაზობს, რის შემდეგაც საზღვარზე ორმხრივი უვიზო რეჟიმის დამყარებაზეც ყაბულს იქნება. >>> ამ "შემოთავაზების" დახასიათებას, ალბათ, ჩინებულად წაადგება აწ განსვენებული იმპერიის მამის, ამხ. სტალინის სიტყვები, რომლითაც მან  "პრავდის" რედაქტორყოფილ ლევ ზ. მეხლისს მიმართა: "თქვენი პოზიცია ძალიან მოხერხებულია, მაგრამ მთლიანად დამპალია".
=ტელეკომპანია ,,მე-9 არხის” გენერალურ დირექტორად კახა ბექაური დაინიშნა. ტელეკომპანიის 100-პროცენტიანი წილის მესაკუთრე ბიძინა ივანიშვილის მეუღლის, ეკატერინა ხვედელიძის კომპანია შპს „აქცეპტია“. >>> 
"მეოცნებეების" არც ერთ PR-აქციას აქამდე პროფე-სიონალთა გუნდის არა თუ ხელი, თითიც არ დასტყობია. პოლიტიკური თვითშემოქმედების ადეპტებმა, როგორც ჩანს, კეფა მოიქექეს და ბ-ნ ბექაურს უხმეს. ამ უკანასკნელს ტვ მენეჯმენტის საკმაო გამოცდილება აქვს.
=აფხაზი სეპარატისტები აფხაზეთის ქალაქების ქართული ტოპონიმებით წარმოთქმის წინააღმდეგ ბრძოლას იწყებენ. როგორც ჟურნალისტებს აფხაზეთის .. საგარეო საქმეთა მინისტრმა, ვიაჩესლავ ჩირიკბამ განუცხადა, “ოფიციალურმა სოხუმმაყველა საერთაშორისო ორგა-ნიზაციას მისწერა და შეატყობინა, რომ აფხაზეთი არ აპირებს იმ მესიჯების განხილვას, სადაც აფხაზური ქალაქები არასწორი დასახელებითაა მოხსნიებული. ჩირიკბა მოითხოვს, რომ საერთაშორისო ორგანიზაციებმა წერისას სოხუმის ნაცვლადხუმ”, ხოლო გალის ნაცვლადგალგამოიყენონ. >>>   ჩირიკბას კბენა ქართველთა ტრაგიკულ ჩიტირეკიობას უნდა დაბრალდეს და არა აფსუების ცოფის სინდრომს.  
=ოფიციალური თბილისის ძალისხმევა, რომელიც მიმართულია საქართველოსათვის იერუსალიმის ჯვრის მონასტრის დაბრუნებისკენ, ბევრ კითხვას ბადებს. შეგახსნებთ, რომ პირველად იერუსალიმის ჯვრის მონასტრის საქართველოსთვის დაბრუნების შესახებ დაწყებულ მოლაპარაკებებზე საქართველოს პრეზი-დენტმა 25 თებერვალს განაცხადა. ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტროში გაკვირვებულები არიან ქართული მხარის განცხადებების გამო, რადგან მათ წარმოდგენა არ აქვთ, თუ რა მოლაპარაკებებზეა საუბარი. 
თავის მხრივ, იერუსალიმის საპატრიარქოს ბერძნული მართლმადიდებლური ეკლესიის წარმომადგენლი ეპისკო-პოსი არისტარხუსი არ მალავს თავის გაკვირვებას აღნიშნულ თემაზე საქართველოს ოფიციალური პირების მიერ გაკეთებული განცხადებების გამო. მისი თქმით, ჯვრის მონასტერი თითქმის 330 წელია ისერუსალიმის საპა-ტრიარქოს ბერძნულ მართლმადიდებლურ ეკლესიას ეკუთვ-ნის და მას საპატრიარქო აკონტროლებს. 
საქართველოს საპატრიარქომ 28 თებერვალს გაავრცელა განცხადება, რომელშიც ნათქვამია, რომ იერუსალიმის ჯვრის მონასტრის საქართველოსთვის დაბრუნების შესახებ მოლაპარაკებების არსებობაზე მათ მასობრივი ინფორმაციის საშუალებებიდან გაიგეს. >>>  
საკითხი რომ ერთობ ფაქიზ თემას არ ეხებოდეს, თავი-სუფლად გამოადგებოდა მარჯვე იუმორისტს ფელეტონის გამოსაცხობად.


29.02.12.
ჰედლაინი

=საქართველოს პრეზიდენტი, ბ-ნი მიხეილ ნ. სააკა-შვილი ყოველწლიური საანგარიშო მოხსენებით წარდ-გა ქვეყნის პარლამენტის წინაშე, რის შემდეგაც გაი-მართა დებატები. >>> დებატებისას მრავალი საყურა-დღებო და უყურადღებო აზრი გამოითქვა. 
=პრეზიდენტს "ყოველწლიურ ანგარიშზე მთვრობის მთელ შემადგენლობასთან ერთად ბოლო რამდენიმე დღე ინტენსიურად"  უმუშავია. >>>
=ზოგიერთ (უთუოდ კრიტიკული მუხტის მატარე-ბელ) მოქალაქეს პრეზიდენტის გამოსვლამ "ავად სახსენებელი საბჭოთა ყრილობები" მოაგონა. >>>


=ბ-ნი სააკაშვილის აზრით, საქართველო ამჟამად "ნახტომის პროცესში" იმყოფება. ნახტომი სრულდება მესამე სამყაროს ბნელეთიდან (სადაც ახლა გმინავს ქვეყანა) განვითარებული ქვეყნების რიგებისკენ (სადაც, როგორც ჩანს, ყველაფერი რიგზე იქნება). >>>
=ბ-მა სააკაშვილმა კატეგორიულად დააშორა ერთიმეორეს სექსუალური უმწიფრობა და ქვეყნის აღმშენებლობის შეუქ-ცევადი პროცესი. >>>
=დეპუტატმა, პატ. ნ. წიკლაურმა არაორაზროვნად მიუთი-თა შეგნებულ და შეუგნებელ მოსახლეობას "ქართული ოცნე-ბის" რუსული ფესვების შესახებ და სამწუხაროდ, არ დაიმოწმა პიპინია ერისთავი, რომელმაც ჩინებულად იცოდა, რომ "ახლა" გაზაფხულის, ანგელოზების და სერაფიმების, ანუ ოცნების დრო არაა. >>>
=ბ-ნი სააკაშვილი პრაგმატული დიდსულოვნებით აუქმებს სავიზო რეჟიმს მტრული ამბიციებით შეპყრობილ რუსეთ-თან (ცხადია - ცალმხრივად). >>>
=ბ-მა სააკაშვილმა დაადასტურა უთუო და უთუმცაო მზადყოფნა საქართველო-რუსეთის ეკონომიური ურთი-ერთობის აღორძინებასთან დაკავშირებით. >>>
=ბ-ნი სააკაშვილი კლინიკური თვალსაზრისით საეჭვო ქ. ლაზიკის მშენებლობას ნამდვილად აპირებს. >>>
=ქრისტიან-დემოკრატებთან არცთუ საგნობრივი კინკლაო-ბისას ბ-მა სააკაშვილმა აღნიშნა, რომ თურმე ბათუმი (ციტა-ტა) "შავი ზღვისპირეთის ბრწყინვალე ქალაქია, რომელსაც შენატრიან მთელი მსოფლიოდან ჩამოსული ადამიანები”. (ციტატის დასასრული). >>> 
თუ ვინ როგორ "შენატრის" ბათუმს უკრაინაში, იხ. აქ >>> 
=ბ-მა სააკაშვილმა "ივანიშვილის კაცად" ცნობილი დეპუტატი, პატ. გ. ცაგარეიშვილი ამხილა რა ყოფილ "გაიშნიკობაში", "ფულის კეთებაშიც" დაადანაშაულა, რასაც მოჰყვა ფილიპიკა "მექრთამეობის ქართული ტრადიციის" მისამართით. >>>
=დეპუტატმა, პატ. გ. გაბაშვილმა რუს ტურისტსა და რუს ტანკისტს შორის დიდი სხვაობა აღმოაჩინა. >>>
=ქრისტიანი და დემოკრატი გიორგი თარგამაძე მთავრობას ა) ამხელს ტყუილში (უმუშევრობის ოფიციალურ სტატის-ტიკასთან  დაკავშირებით) და ბ) მოუწოდებს უფრო ლოია-ლურ-პრაგმატული საგადასახადო სისტემის შექმნისკენ, რასაც - ცხადია, მისი აზრით, - მცირე და საშუალო ბიზნესის გაფურჩქვნა მოჰყვება. >>>
=ქრისტიანმა და დემოკრატმა ახვლედიანმა პრეზიდენტს 1999წ. მთ. პოლიციელის, კ. თარგამაძის მისამართით მისგან გადახდილი მადლობა გაახსენა. პასუხად ბ-მა სააკაშვილმა გაამხილა, რომ  "სისულელეებს საზღვარი აქვს". >>> 
=დეპუტატმა, პატ. გ. გაბაშვილმა ოპოზიციის გარჯაში "დე-კვალიფიკაციის პათოლოგიური ფორმები" დააფიქსირა. >>>
="მეოცნებე" ფეხბურთელი კალაძე პრეზიდენტის გამოსვ-ლას პარლამენტში "სერიოზულად არ აღიქვამს", ხოლო "სამარცხვინო, კარიკატურულ რეჟიმს" შეცვლას პირ-დება. >>>
=28 თებერვალს თბილისს ეწვია ევროკომისარი ვაჭრობის საკითხებში კარელ დე ჰუხტი. მხარეები საქართველოსა და ევროკავშირს შორის თავისუფალი ვაჭრობის თემაზე ივაჭრე-ბენ. >>> 
=პრეზიდენტ სააკაშვილის განცხადებით, ვანო მერაბი-შვილი როგორი "გაღლეტილიც" იყო მაშინ, როცა გაიცნო, ისეთივე გაღლეტილია დღესაც. >>>
=ნამდვილ გაღლეტილებს - ლტოლვილებს - თავზე ჩამო-ექცათ ვაკეში მდებარე ავარიული საცხოვრებელი. >>>
=ევროკავშირის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებმა ერთობლივ დასკვნაში დაადასტურეს, რომ ყურადღებით აკვირდებიან ჩვენში მიმდინარე პროცესებს. >>>
=ევროკავშირის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებმა ერთობლივ დასკვნაში დაადასტურეს აღშფოთება სა-ქართველოს რეგიონებში რუსეთის შეიარაღებული ძალების განლაგების თაობაზე. >>>

=რუსეთის პრეზიდენტის არჩევნებამდე სახელდობრ ერთი კვირით ადრე გაირკვა, რომ ვერაგი ვახაბიტები ბარე ორი თვით ადრე გეგმავდნენ "ნაციონალური ლიდერის" მოსპობას (თვითნაკეთი ყუმბარის მეშვეობით). >>>
=გუშინ ასტრახანში 9-სართულიანი სახლის სადარბაზო აფეთქების შედეგად ჩამოიქცა. 28 თებერვლის 4 საათისა და 07 წუთისთვის ნაპოვნია მესამე დაღუპულის გვამი. 10 სული უგზოუკვლოდ დაკარგულებში ირიცხება. >>>
=კოლორადოს შტატში ჩატარდება რეფერენდუმი მარიხუა-ნის ლეგალიზაციის თაობაზე. >>>
=უკრაინის მილიციის (შსს) თავკაცყოფილი, ლუცენკო, 4 წლით გაისტუმრეს ციხეში. >>>
=ქ. ოდესის ბავშვთა საქმეთა საქალაქო სამსახურის მოქმე-დი თავკაცი უწლოვანთა გახრწნაშია ეჭვმიტანილი. >>>
=ორმა უკრაინელმა ოფიცერმა, ჯიბის გასქელების მიზნით, 37 (ოცდაჩვიდმეტი) საღსალამათი საბრძოლო მანქანა БМП გამოიყვანა მწყობრიდან. ოფიცრებს ელით სათანადო სასჯე-ლი. >>>
=პუტინის წინააღმდეგ ტერაქტის მზადებაში ეჭვმიტანილი ბოროტგანმზრახველი, ოსმაევი, მშობელმა მამამ "ჩაუშვა" - ირწმუნება რუსული ტვ. >>>
=ასტრახანის ტრაგედიის მომწყობი, შესაძლოა, აფეთქებუ-ლი სახლის მობინადრე იყოს, რომელსაც თვითმკვლელობით სურდა საკუთარი სიცოცხლისთვის წერტილის დასმა. >>>
=გაქცეულმა ოლიგარქმა ბერეზოვსკიმ, გაზეთ Ha'aretz-ის მეშვეობით, ისრაელის მოქალაქეთა გასაგონად, პუტინს ყადდაფისეული საზარელი ბედი უწინასწარმეტყველა. >>>
=ფხიზელმა რუსმა ოფიცერმა, გვარად პეტროვმა, თურმე 1983წ. დედამიწელები ბირთვული ომის საშინელებისგან იხსნა. გერმანულმა ჟურნალ-გაზეთებმა მადლობა ფხიზელს - პრემიის სახით - 29 წლის დაგვიანებით გადაუხადეს. >>>  
=ლონდონს იყიდება ელ-სადგური, რომლის ხედმაც მილიონთაგან ქებული ჯგუ-ფის, Pink Floyd-ის 1977წ. ალბომის გარეკანი დაამშვე-ნა. >>> 
=სუდანში დაიღუპა შვე-ულმფრენი, რომლითაც ხსე-ნებული ქვეყნის სოფლის მეურნეობის მინისტრი,  აბდელ ჰალიმ ისმაილ ალ-მუტააფი გადაადგილდებოდა. მინისტრი მეორედ დაიბადა, ხოლო სამი სული კატასტროფის მსხვერპლი შეიქნა. >>>
=მას მერე, რაც კენიის ნაპირებთან საზღვაო ხომალდმა უხეიროდ ჩაუშვა ღუზა, დაზიანდა ინტერნეტის ოპტი-კურბოჭკოვანი კაბელი. ინციდენტის შედეგად დაზარა-ლებულ შავკანიან მოსახლეობას ქსელის სიგნალი ჩვეულ სიჩქარეზე ბარე 20%-ით უფრო ნელა მიეწოდება. >>>  
=ქ. ნიუარკის (ნიუ-ჯერსის შტატი) ავიაპორტში ავარიული დაფრენა განახორციელა ავიალანერმა, რომელიც ასრულებ-და რეისს ატლანტა - ნიუარკი. დასახიჩრებულების და მიცვალებულების შესახებ ცნობები არ გავრცელებულა. >>>
=რუსეთის სავალალოდ ცნობილმა მთ. სანიტარმა, ონიშჩენკომ, უკრაინის კიდევ 4  (ოთხ) ყველის ქარხანას ჩაურაზა თავისი ქვეყნის ბაზარი. ონიშჩენკოსგან მხოლოდღა გახმიანებული რუსული ემბარგოს შედეგად, ამჟამად უკვე ყველის 7 (შვიდი) მსხვილი მწარმოებელი განიცდის ზარალს ოდესღაც მოძმე რესპუბლიკაში. >>>
=ყოველკვირეული The New Times ამტკიცებს, რომ აღმოა-ჩინა "კანდიდატ პუტინის ინტერესები" პანამისა და ლიხტენშტაინის ოფშორულ ზონებში. >>>
=იტალიური კომპანიის, Costa Crociere-ს უკვე მეორე გიგანტური საზღვაო ხომალდი, Costa Allegra იმყოფება საფრთხეში. ის სეიშელის კუნძულებთან (ინდოეთის ოკეანე) შეუდგა დრეიფს. ხომალდის არასახარბიელო მდგომარეობა გამოიწვია უეცარმა ხანძარმა. ბორტზე 627 საზღვაო კრუიზის მოყვარული და ეკიპაჟის 413 წევრია. ბოლო ინფორმაციის თანახმად,  ჯერ სულიერი არ დაზარალებულა. >>>
=მთვრალი მოსკოველი მე-11 სართულიდან გადმოვარდა, მაგრამ... გადარჩა! ეს ყისმათის დიდსულოვნების პირველი შემთხვევა როდია. ასე მაგალითად: 24 სექტემბერს მთვრალი რუსი, ქ. ზელენოგრადში, მე-10 სართულიდან გადმოფრინ-და, შემდეგ კი თვითონვე იამბო სავალალო თავგადასავლის თაობაზე. >>>
=ჟირინოვსკი VS პუგაჩოვა: "პოლიტიკური დებატები"

=
Эхо Москвы-ს ჟურნალისტი, დიმარსკი (Дымарский), სა-ქართველოს "ძველ მეგობარს", ამჟამად უკვე რუსეთის ვიცე-პრემიერ (!) რაგოზინს (Рогозин) ბოდვითი ინტერპრეტაციის პოპულარიზაციაში ადანაშაულებს. >>>
=Эхо Москвы-ს მიმომხილველი ბუნტმანი, ასაბუთებს რა თავის ერთობ გულისამრევ დამოკიდებულებას პუტინის კანდიდატურის მიმართ, შენიშნავს რომ (ციტატა): "რუსეთს არ ჭირდება მუდმივად დაბერილ ლოყებზე ყურების ტყა-პუნი და მოზარდის შიში "დასავლეთის" მიმართ" (ციტატის დასასრული), როცა საქმე ეხება საგარეო პოლიტიკას.  >>> 
=ასტრახანში ჩამოქცეული სახლის მსხვერპლთა რიცხვმა 5-ს მიაღწია. >>>  ამასობაში პუტინი დისტანციურად მართავს საგანგებო ვითარებას. მისი ბრძანებით, თანამდებობა დატოვა გაზის მუშაკთა მოზრდილმა ჯგუფმა. >>> 
=სიმდიდრე არ ნიშნავს დღეგრძელობას... ლაჟვარ-დოვანი ლაინერი ჟანგიანი სეინერის  გადასარჩენი შე-იქნა. ფრანგმა მებადურებმა დუხჭირ დღეში აღმოჩე-ნილი Costa-Allegra  ბუქსირ-ზე ჩაიბეს. მაშველი და ნაშველი უახლოესი კუნძუ-ლისკენ ეშურებიან.  კუნძულს ჰქვია Desroches. >>>
=28 თებერვალს, ხაბაროვსკის მხარეში, თქვენი და ჩვენი ჭი-რი წაიღო რუსეთის ბარბაროსული არმიის მფრინავმა ჯართ-მა Су-30МК2-მა. ეკიპაჟმა ღვთის რისხვას კატაპულტირებით დააღწია თავი. >>>